banner
22 თებერვალი 2018 | 13:30 კვლევა/რეკომენდაცია

RIA დანერგვის მეთოდოლოგიის განხილვა/დამტკიცება შეფერხებულია

RIA დანერგვის მეთოდოლოგიის განხილვა/დამტკიცება შეფერხებულია

რეგულაციების გავლენის შეფასების (RIA) მეთოდოლოგია 2017 წლის საშემოდგომო სესიაზე უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა ეს პროცესი შეფერხდა გაურკვეველი მიზეზების გამო. საქართველოს მთავრობამ RIA-ს დანერგვის ვალდებულება “პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგიის” (2015 წ. მაისი) დოკუმენტით აიღო. რომლის მიხედვითაც, საკანონმდებლო ზეგავლენის შეფასების მეთოდები 2017 წელს შემუშავებული და დანერგილი უნდა ყოფილიყო.

RIA-ს დანერგვის პროცესს eugeorgia.info 2017 წლის აგვისტოდან აქტიურად აკვირდება. მოვამზადეთ, RIA-ს რაობის, საქართველოში და სხვა ქვეყნებში მისი კეთების გამოცდილების შესახებ და საქართველოში სავარაუდო მეთოდოლოგიის შესახებ სტატიები შემოგთავაზეთ.

საქართველოში ახალი კანონების ამოქმედებისას, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნებათ საზოგადოებაზე და მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე რეგულირების გავლენის შეფასების განხორციელება სავალდებულო გახდება. მაგრამ როდიდან ჯერჯერობით უცნობია. RIA-ს საკითხებში იტალიელი ექსპერტის და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პროფესორის ნორბერტო პინიატის შეფასებით, ეს პროცესი საქართველოში დაგვიანებულია და ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაშია.

შესაძლოა გაისმას კითხვა - თუ RIA-ს პრაქტიკა საქართველოში ადრე დაინერგებოდა რა შეიძლება შეცვლილიყო?

ბოლო წლების განმავლობაში ცვლილებების რაოდენობა განსაკუთრებით გახშირებულია ევროკავშირთან საკანონდებლო მიახლოების ფარგლებში. შესაბამისად უამრავ ცვლილებასთან მიმართებაში, რომელიც ბოლო წლებში გატარდა ვერ ვიტყვით, თუ რა გავლენა ექნება მათ საზოგადოების სხვადასხვა ფენაზე მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგალითად, დედოლარიზაციის გეგმის შემუშავებისას, მიწის გასხვისების კანონში ცვლილებების შეტანისას, 2016 წლის ბოლოს და 2017 წლის დასაწყისში ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ე.წ. ეკონომიკური ზრდის 10 პუნქტიანი გეგმის ცვლილებების გატარებისას კომპეტენტური ჯგუფის მიერ RIA-ს განხორციელების შემთხვევაში ცვლილებები დიდი ალბათობით უფრო ეფექტიანი ფორმით განხორციელდებოდა, რადგან თუ ანალიზს კომპეტენტური და მიუკერძოებელი ჯგუფი ატარებს, ის აფასებს მიზნის მიღწევის სხვადასხვა გზების დადებით და უარყოფით მხარეებს.

RIA იძლევა საშუალებას ცვლილებების დაგეგმვის პროცესში წინასწარ განისაზღვროს ამ ცვლილების მოსალოდნელი შედეგები, გაითვალოს ყველა შესაძლო ხარჯი და სარგებელი, გამოვლინდეს ცვლილების შედეგად დაზარალებული და მოსარგებლე მხარეები; ასევე, შეფასდეს ცვლილების განხორციელების სხვადასხვა ალტერნატივა, რათა მათ შორის ყველაზე ეფექტიანი საშუალება გამოვლინდეს. RIA-ს დანერგვა საშუალებას იძლევა საზოგადოებამ თავიდან აიცილოს არაეფექტიანი რეგულაციები.

მაგალითად, თუ ხელისუფლება გეგმავს საზოგადოების თამბაქოზე დამოკიდებულების შემცირებას და ერთ-ერთ ალტერნატივად თამბაქოზე გაზრდილ აქციზის გადასახადს განიხილავს. ამ ცვლილებაზე მომუშავე RIA-ს ჯგუფმა მეორე ალტერნატივად შესაძლოა განიხილოს აქტიური საინფორმაციო კამპანია თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ ან საზოგადოებრივ დაწესებულებებში მოწევის აკრძალვა. გაზრდილი აქციზის გადასახადი საინფორმაციო კამპანიასთან შედარებით სავარაუდოდ ხელისუფლებას უფრო იაფი დაუჯდება და უფრო მეტიც, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს სახელმწიფო შემოსავლების ზრდისთვის. მაგრამ დასახელებული მიზნის მისაღწევად, არაერთი საერთაშორისო კვლევის მიხედვით, გრძელვადიან პერიოდში საინფორმაციო კაპანია უფრო ეფექტიანია. კომპეტენტური და მიუკერძოებელი RIA-ს მკეთებელთა ჯგუფი შეაფასებს დასახელებული გზების ხარჯებს და სარგებელს, ასევე გამოავლენს ყველა შესაძლო მხარეს, რომლებზეც ცვლილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს, ჩართავს მათ შეფასების პროცესში, მათ პოზიციებს გააცნობს გადაწყვეტილების მიმღებს და მიზნის მიღწევის ეფექტიანი გზის შესახებ რეკომენდაციას მისცემს. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, პოლიტიკის გამტარებელი იღებს.

პინიატის შეფასებით: "RIA-ს დროული დანერგვა საქართველოში:

  • თავიდან აგვაცილებდა ზოგიერთ შეცდომას, რომელიც მარტივად შეიძლებოდა გამოსწორებულიყო,
  • ხელს შეუწყობდა უკეთესი პოლიტიკის შექმნის პრაქტიკას,
  • გაზრდიდა გამჭვირვალობას,
  • გაზრდიდა ცვლილების განხორციელების პროცესში საზოგადოების ჩართულობას.

რაც საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოებისთვის დადებით შედეგებს მოიტანდა."

აქვე, შეიძლება დაემატოს, რომ 2014 წლის შემდეგ RIA დანერგილია ევროპის და OECD ყველა ქვეყანაში. ამ ქვეყნებში RIA ძირითადად დაინერგა იმ მოტივით, რომ გაზრდილიყო

  • ეფექტიანობა
  • გამჭვირვალობა
  • ანგარიშვალდებულება
  • ეფექტურობა დაპოლიტიკისთანამიმდევრულობა

 

RIA უზრუნველყოფს რეგულაციების განხორციელების ეფექტურობასა და ეფექტიანობას. ეფექტურობა გულისხმობს, რომ ცვლილების გატარებისას დასახული მიზანი მიღწეულია და რეგულაცია მოქმედია, ხოლო ეფექტიანობა გულისხმობს დასახული მიზნის მიღწევას საზოგადოების ყველა წრისათვის ყველაზე მცირე დანახარჯებით.

RIA ყველაზე მეტად ეფექტიანია, როდესაც ის ex-ante-ა და არა ex-post. ე.ი.როდესაც RIA ხორციელდება ცვლილების განხორციელებამდე მისი დაგეგმვის პროცესში და არა მას შემდეგ, რაც ცვლილება უკვე მიღებულია. თუ ცვლილების გატარებამდე წინასწარ განსაზღვრავ მოსალოდნელ შედეგებს და ყველაზე ეფექტიან გზას აირჩევ, ცვლილებას ნაკლები ხარჯი მოჰყვება საზოგადოებისთვის. ხოლო განხორციელებულმა ცვლილებამ შესაძლოა უკვე დიდი უარყოფითი გავლენა იქონია საზოგადოებაზე და მისი ხელახლა ცვლილება მარტივი არ იქნება.

RIA-ს დანერგვა ზრდის ხელისუფლების ეფექტიანობასაც, რადგან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მხოლოდ ყოვლისმომცველი ანალიზის საფუძველზე მიიღება და სპონტანურ გადაწყვეტილებებს ამცირებს. RIA საშუალებით ქვეყანაში არაპროგნოზირებადი, მყისიერი გადაწყვეტილებების და ცვლილებების მიღება მცირდება. არასწორი რეგულაციის მიღებამ და გატარებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაფერხოს ქვეყნის განვითარება და ბიზნესს შეუქმნას სიძნელეები, შექმნას არასტაბილურობის განცდა და ნეგატიური საინვესტიციო გარემო. ასევე, ცვლილებამ შესაძლოა, განუზრახავად უარყოფითი გავლენა იქონიოს საზოგადოების გარკვეულ ჯგუფზე.  

საქართველოში, RIA-ს დანერგვის აუცილებლობა კიდევ უფრო გაიზარდა ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების პროცესში. საქართველოს მთავრობამ RIA-ს დანერგვის ვალდებულება “პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგიის” (2015 წ. მაისი) დოკუმენტით აიღო. სტრატეგიაში საქართველოში საკანონმდებლო ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის არარსებობა სერიოზულ პრობლემადაა აღიარებული.

სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2017 წლისთვის საკანონმდებლო ზეგავლენის შეფასების (RIA) მეთოდები შემუშავებული და დანერგილი უნდა იყოს. უმნიშვნელოვანესია, რომ როდესაც RIA-ს მეთოდოლოგია განისაზღვრება და მისი განხორციელების ვალდებულება ძალაში შევა, იგი საკანონმდებლო ფორმალობად არ დარჩეს და ის ქმედითი, ეფექტიანი იყოს. ამისთვის კი პირველ რიგში აუცილებელია RIA-ს განხორციელების მეთოდოლოგიას დავაკვირდეთ.  თუმცა ეს პროცესი შეფერხებულია. Eugeorgia.info ეცადა ცვლილების განხორციელებაზე პასუხისმგებელ ორგანოებში პროცესის შეფერხების მიზეზები გამოერკვია, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბატონმა შალვა თადუმაძემ ოქტომბერში eugeorgia.info-სთან საუბარში განაცხადა: "მიმდინარე ეტაპზე ნორმატიული აქტების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი მუშავდება. საკანონმდებლო ინიციატივა საშემოდგო სესიაზე წარდგება. საშემოდგომო სესიაზე ინიციატივის დამტკიცების შემდეგ მთავრობის დადგენილება უნდა დამტკიცდეს, რომელიც RIA-ს განხორციელების მეთოდოლოგიას დაამტკიცებს. მთავრობის დადგენილებით გარკვეული ვადა უნდა განისაზღვროს როდის დაიწყონ უწყებებმა RIA-ს სრულყოფილად განხორციელება."  2017 წლის დეკემბერში ბატონი შალვას თქმით RIA დანერგვის მეთოდოლოგიაზე მუშაობა მთავრობის რესტრუქტურიზაციის გამო შეფერხდა და სავარაუდოდ მისი განხილვა გაზაფხულის სესიისთვის გადაიდებოდა. მას შემდეგ კიდევ დავუკავშირდით მთავრობის ადმინისტრაციას, რათა გაგვერკვია რაიმე პროგრესი თუ იყო ამ მიმართულებით, საიდანაც მივიღეთ პასუხი, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ქართულ კანონმდებლობაში RIA-ს დანერგვასა და შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავების საკითხებზე და მათთან დაკავშირება გვირჩიეს. იუსტიციის სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებსა და წინ გადადგმულ ნაბიჯებზე გვპასუხობენ:

"კანონშემოქმედებით საქმიანობაში ზეგავლენის შეფასების ანგარიშის დანერგვაზე მუშაობა გრძელდება. ამ პროცესის პარალელურად, საპილოტედ მიმდინარეობს რამდენიმე კანონპროექტზე RIA-ს განხორციელება. კერძოდ, მზადდება ზეგავლენის შეფასების ანგარიში „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (წინასასამართლო პრობაცია)  კანონის პროექტზე. ანგარიშზე  იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ექსპერტებთან ერთად მუშაობენ და ეს პროცესი მომდევნო კვირაში დასრულდება."

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო მეთოდოლოგია უცნობია. შეგვიძლია თვალი გადავავლოთ მეთოდოლოგიის სავარაუდო დეტალებს, რომლებიც ოქტომბერში თადუმაძემ გაგვაცნო:

"ნორმატიული აქტების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით ნორმატიულ აქტზე, რომელსაც ბიზნეს გარემოზე არსებითი გავლენა ექნება,  RIA-ს მომზადება სავალდებულო იქნება. გარდა ამისა, მიღებულია გადაწყევტილება, რომ ინიციატორ უწყებას ვალდებულების გარეშე ჰქონდეს უფლება (თუ მისი სურვილია) ნებისმიერ კანონპროექტზე ზეგავლენის შეფასების ანალიზი ჩაატაროს. ასევე, მთავრობა იტოვებს უფლებამოსილებას ინიციატორს მისცეს RIA-ს ჩატარების დავალება იმ შემთხვევაშიც თუ ინიციატორს არ აქვს ამის ვალდებულება. ე.ი. კანონით დაზღვეული იქნება შემთხვევა, როდესაც უწყება სიჩქარის ან სხვა მიზეზის გამო თავს არიდებს RIA-ს განხორციელებას. 

ამ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, როგორც დონორებთან, ასევე ექსპერტებთან. მოვიძიეთ სრული ინფორმაცია თუ როგორია RIA-ს შემუშავების მეთოდოლოგია  და ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე მომზადდება მთავრობის დადგენილება, რომელიც დაამტკიცებს ინიციატორმა უწყებებმა რა მეთოდოლოგია უნდა გამოიყენონ და როგორ განახორციელონ RIA, მათ შორის დამტკიცდება ის კითხვარი, რომლის მიხედვითაც ინიციატორი უწყება განსაზღვრავს RIA-ს ჩატარების აუცილებლობას.

RIA-ს ჩატარების აუცილებლობა დამოკიდებულია იმ კრიტერიუმებზე, რომლებითაც განისაზღვრება თუ რას ნიშნავს და როგორ შეფასდება "არსებითი გავლენა". ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი მიმდინარე ეტაპზე მუშაობენ, რომ ინიციატორმა უწყებამ თავიდან არ აირიდოს RIA და არ თქვას, რომ ეს  კანონი "არსებით" გავლენას არ ახდენს. თადუმაძის თქმით, მეთოდოლიის შესახებ მთავრობის დადგენილებაში სრულად აისახება საერთაშორისო გამოცდილება ამ მიმართულებით. სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა კრიტერიუმს და მეთოდს იყენებს არსებითი ზეგავლენის შეფასებისათვის (დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ RIA-ს კეთების გამოცდილება საქართველოში და საზღვრებს გარეთ). თადუმაძე თავის მხრივ ყურადღებას ამახვილებს მეთოდოლოგიაზე, რომლის მიხედვითაც RIA-ს მომზადების წინარე კითხვარი კანონის მიღებამდე ივსება. კითხვარი სავარაუდოდ შედგება 5-10 კითხვისაგან, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება კანონპრექტი გავლენას მოახდენს თუ არა ბიზნეს გარემოზე. "არის ქვეყნები, სადაც "არსებითი გავლენა" განისაზღვრება ბიუჯეტზე გავლენის მიხედვით; ნაწილი თვლის, რომ ბიუჯეტზე გავლენა არ ნიშნავს ბიზნესზე გავლენის ქონას. ჩვენ ამ ეტაპზე ექსპერტებთან დიალოგს ვაწარმოებთ, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდეთ რა მოდელი და რა კრიტერიუმები ავირჩიოთ. ჩვენ მაინც კითხვარის საფუძველზე ბიზნეს გარემოზე არსებითი გავლენის შეფასებას ვემხრობით. ასევე, გაიმართა ღია დიალოგი პარლამენტთან, თუ როგორ შეიძლება და რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს პროცესი დაიხვეწოს", - განაცხადა თადუმაძემ.

RIA-ს საბოლოო ანგარიში გახდებასაჯარო, სადაც სრულად იქნება ასახული:

  • თუ რატომ მიიღეს კანონის ამოქმედების გადაწყვეტილება
  • ამ კანონპროექტის მიღება რა მოლოდინებთან და ხარჯებთანაა დაკავშირებული და რამდგობარეობას შექმნის ბიზენს გარემოში
  • არის თუ არა ეს კანონი რთულად განსახორციელებელი და ეტაპობრივი
  • დაინტერესებული ჯგუფები რამდენად იყვნენ ჩართული პროცესში, რა მოსაზრებები იქნა გამოთქმული და გათვალისწინებული, ასევე, რა არ გაითვალისწინეს და რა არგუმენტებით.
თავისი ინფორმაციულობიდან გამომდინარე მას უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება, ვიდრე დღეს განმარტებით ბარათს აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ RIA-ს საბოლოო ანგარიში საჯაროდ გამოქვეყნდება, საინტერესოა რამდენად შეეძლებათ დაინტერესებულ მხარეებს კანონშემოქმედებით პროცესში ჩაერთონ და საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ. რაზეც თადუმაძე აცხადებს: 

"დღემდე არცერთ მნიშვნელოვან კანონპროექტზე, რომელსაც არსებითი გავლენა აქვს საზოგადოებაზე არ ყოფილა შემთხვევა, რომ საჯარო განხილვა, კონფერენცია ან სხვა შესაბამისი ღონიძიება არ ჩატარებულიყო. შესაბამისად, ვერ ვხედავ საფრთხეს, რომ RIA-ს დანერგვის შემდეგ ეს პროცესი შესუსტდება. გარდა ამისა, RIA-ს სტრუქტურაში საზოგადოებრივი ჩართულობის დაფიქსირების მოთხოვნაა. ე.ი. ტექსტში უნდა ჩანდეს დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრები განხორციელდა თუ არა, რა შენიშვნები გაითვალისწინეს და რატომ. რა შენიშვნები არ გაითვალისწინეს და რა არგუმენტაციით. სწორედ ამიტომაა აღებული ეს ვალდებულება, რომ კანონშემოქმედებითი პროცესი უფრო გამჭვირვალე და სისტემატიზირებული იყოს. RIA-ს დანერგვის შემთხვევაში ვერცერთი უწყება იმას ვერ გაექცევა, რომ არსებითი ზეგავლენის კანონპროექტზე არ იმსჯელოს დაინტერესებულ და გავლენის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან."

 

სანამ სამთავრობო უწყებებისგან ცნობილი გახდება, RIA-ს დანერგვის მეთოდოლოგია, გთავაზობთ RIA-ს დანეგვის პროცესში ჩართული ექსპერტის პინიატის რეკომენდაციებს და შენიშვნებს:


1. ა) პროცესი უნდა დაიწყოს მანამ, სანამ კანონპროექტი მომზადდება;

    ბ) თითოეული RIA-ს შემთხვევაში ჯგუფი შესაბამისად უნდა შეირჩეს. საქართველოში ჩვეულებრივ, ჯგუფში ეკონომისტები არასაკამრისად  (ან საერთოდ არ არიან) არიან წარმოდგენილნი, რაც ართულებს (ხშირად შეუძლებელიც კია), ნაკლებ აკურატულს ხდის მოსალოდნელი შედეგების შეფასებას.

"ჩემი გამოცდილებით, როგორც ვხედავ ჯგუფები ძირითადად სამართალმცოდნეებით კომპლექტდება. ზოგჯერ შესაძლოა რამდენიმე ეკონომისტებიც დაამატონ ამ ჯგუფს. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ საჯარო მოხელეები, რომლებსაც "ეკონომისტები" ეწოდებათ წარმოდგენა არ აქვთ რას გულისხმობს "ალტერნატიული ხარჯი", "ასიმეტრიული ინფორმაცია", ""trade-off" , უფრო მეტიც "ხარჯ-სარგებლიანობის" ანალიზიც კი ან შედეგების შეფასება (impact evaluation). კიდევ უფრო ცოტა იციან თუ როგორ განახორციელონ ისინი. RIA-ს შემოტანა და სერიოზულად დანერგვა საქართველოში აუცილებლად მოითხოვს ძლიერი ეკონომიკური საფუძვლების მქონე პერსონალის დაქირავებას და ტრენინგებს. ასვევე, აუცილებელია, რომ თითოეული RIA-ს განხორციელებისას რამოდენიმე მათგანი მაინც იყოს ჩართული სამუშაო ჯგუფში.

2. RIA-ს დანერგვა საქართველოში ადრეულ ეტაპზეა (infancy). მისი განხორციელება ძალიან გვიან იწყება.


3. RIA-ს ანგარიშიგადაწყვეტილების მიმღებს აძლევს რეკომენდაციებს, ის გაითვალისწინებს თუ არა ამ რეკომენდაციას მის სურვილზეა დამოკიდებული. შესაბამისად, RIA-მ უდიდესი წვლილი უნდა ითამაშოს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი არგუმენტებით და მტკიცებულებებით გამყარებულ პოზიციას ეფუძნებოდეს და ასევე ის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მაქსიმუმზე იყოს აგებული.

მიმდინარე ეტაპზე RIA-ს მეთოდოლოგიის შემუშავება შეფერხებულია, რის გამოც ახალი რეგულაციების ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მინიმუმ ცვლილების ძალაში შესვლამდე. ცვლილების ამოქმედების შემდეგ კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მეთოდოლოგია პრაქტიკული და ქმედითი იყოს, ხოლო თითოული RIA მიუკერძოებელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ შესრულებული.  





ავტორი: მარიამ ლუკაშვილი

წაკითხულია
14087
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner