banner
02 მარტი 2018 | 12:44 ანტიპროპაგანდა

Facebook-ი ნიუსფიდ-ის ალგორითმს აახლებს და Fake news-ებს ებრძვის - როგორ აისახება ცვლილებები მომხმარებელზე

Facebook-ი ნიუსფიდ-ის ალგორითმს აახლებს და Fake news-ებს ებრძვის -  როგორ აისახება ცვლილებები მომხმარებელზე

გასულ თვეს ფეისბუქ-ის გუნდმა ახალ ცვლილებაზე - ნიუსფიდის ალგორითმის შეცვლაზე განაცხადა. ამიერიდან სოციალური ქსელის მომხმარებლები მეტ სიახლეს დაინახავენ ოჯახის წევრებისგან, მეგობრებსა და ახლობლებისგან და ნაკლებს - მასმედიის საშუალებებისგან, კომერციულ კომპანიებსა და ბრენდებისგან.

როგორ იმუშავებს ახალი ალგორითმი, რა პუბლიკაციებს მიენიჭება პრიორიტეტი და რა გავლენას მოახდენს ცვლილება მომხმარებლებზე, ამ კითხვებით EUGeorgia.info-მ ფეისბუქ-ის ერთ-ერთ რედაქტორს, ჯენიფერ ჯენკინს მიმართა.

ჯენკინსის განმარტებით, ნიუსფიდ-ის განახლება პირველ რიგში, ფეისბუქ-ის მომხმარებლებს შორის უფრო აქტიური კომუნიკაციის დამყარებისკენ იქნება მიმართული.

„ნიუსფიდ-ს ვაახლებთ იმ პუბლიკაციებისთვის პრიორიტეტის მისანიჭებლად, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანებს შორის საუბარს და მნიშვნელოვან ინტერაქციას. იმის გამო, რომ ნიუსფიდის სივრცე შეზღუდულია,  მეგობრების და ახლობლების სტატუსების მეტი ჩვენებით, ვგეგმავთ საჯარო კონტენტის შემცირებას, მათ შორის ვიდეოებს და პოსტებს გამომცემლებსა და ბიზნესისაგან“, - გვწერს ჯენკინსი.

ალგორითმის შეცვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედია ორგანიზაციებისთვის, რადგან, ცვლილების თანახმად, ფეისბუქ-ის მომხმარებლების ნიუსფიდ-ში საინფორმაციო ხასიათის პუბლიკაციები ახალი ალგორითმის მიხედვით გამოჩნდება. პირველ რიგში, ნიუსფიდ-ში “აიწევს” ის პუბლიკაციები, რომლებიც ადამიანებს შორის კომუნიკაციას უწყობენ  ხელს.

„შედეგი განსხვავებული იქნება გვერდიდან გვერდზე და დამოკიდებული იქნება ფაქტორებზე, როგორიცაა კონტენტის ტიპი და ადამიანების ინტერაქცია მოცემულ კონტენტთან მიმართებაში. გვერდები, რომლებიც ნაკლებ რეაგირებას ან კომენტარს იწვევს  - დაიკლებს.  ეს ცვლილება ნაკლებად შეეხებათ გვერდებს, რომელიც ახალისებს დიალოგსა და განხილვას მეგობრებს შორის. ისეთი გვერდები, რომლებიც წარმოქმნიან ინტერაქციას ადამიანებს შორის ნიუსფიდზე წინ წამოიწევს. მაგალითად, ლაივ ვიდეოები ყოველთვის უფრო მეტ დისკუსიას იწვევს  Facebook-ზე მნახველებს შორის - მათ 6-ჯერ უფრო მეტი ნახვა აქვთ ვიდრე რეგულარულ ვიდეოებს“, - განმარტავს ადამ მოსერი, ფეისბუქ-ის ნიუსფიდ-ის ხელმძღვანელი.

ფეისბუქ-ის გუნდის განმარტებით, მომხმარებელთა უმეტესობას არ მოსწონს სპამ-შეტყობინებები, რომლებიც მოუწოდებენ მათ ინტერაქციისკენ მოწონების, გაზიარების, კომენტირების და სხვა ქმედებების გზით.  მსგავს  მოწოდებებს, როგორიცაა მაგალითად, „მოიწონე, თუ გვეთანხმები“, ფეისბუქ-ში „ჩართულობის სატყუარას“ უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ აუდიტორიის გაზრდას, ფეისბუქ-ის  ნიუსფიდ-ის ალგორითმის გამოყენების გზით ცდილობენ. ამიტომ, ფეისბუქ-ის გუნდის გადაწყვეტილებით, ამიერიდან ნიუსფიდ-ში ნაკლებად გამოჩნდება იმ პიროვნებების თუ გვერდების პუბლიკაციები, რომლებიც „ჩართულობის სატყუარას“ ტაქტიკას იყენებენ. თუმცა, ცვლილებები არ შეეხება ისეთ პუბლიკაციებს, სადაც მომხმარებლებს დახმარებას, რჩევას, რეკომენდაციას სთხოვენ ან  შემოწირულობას აგროვებენ.

„გვერდების ადმინისტრატორებმა უნდა გააგრძელონ ფოკუსირება რელევანტური და მნიშვნელოვანი მასალების პუბლიკაციაზე, სადაც არ გამოიყენება სატყუარის ტაქტიკა“, - აღნიშნავს ჰენრი სილვერმანი, ფეისბუქ-ის საოპერაციო პროცესების ინტეგრატორი.

განახლებულ ნიუსფიდ-ში პუბლიკაციების რაოდენობა წყაროს სანდოობაზე იქნება დამოკიდებული. მომხმარებლების მიერ სანდოდ შეფასებული პუბლიკაციები უფრო მეტად გავრცელდება, ხოლო პუბლიკაციები, რომლებსაც არ ექნებათ სანდოობის მაღალი შეფასება, შემცირდება.

„მიგვაჩნია, რომ ყველაზე ობიექტურ შედეგს მივაღწევთ თუკი საზოგადოება გადაწყვეტს წყაროს სანდოობას, რაც შესაბამისად იმუშავებს: ხალხს ვკითხავთ, რამდენად კარგად იცნობენ ინფორმაციის წყაროს და რამდენად ენდობიან მას. მთავარი იდეა გახლავთ ის, რომ ზოგიერთ მედია ორგანიზაციას მხოლოდ თავისი მკითხველი ან მაყურებელი ენდობა, მაგრამ  არიან სხვა მედია ორგანიზაციები, რომლებიც ზოგადად, საზოგადოების ნდობით სარგებლობენ,  მათ შორის ისეთი ხალხის, რომელთაც არ აქვთ გამოწერილი მათი გვერდი. ეს განახლება არ შეცვლის ახალი ამბების რაოდენობას, რომელიც ნიუს ფიდზე ჩანს, არამედ შეცვლის ბალანსს იმ გვერდების სასარგებლოდ, რომლებსაც საზოგადოებაში სანდო წყაროდ მიიჩნევენ.  ვიმედოვნებ, რომ განახლებები Facebook-ზე დროის პროდუქტიულად გატარებას უზრუნველყოფს: ჩვენ ვაძლიერებთ ურთიერთობებს, ვერთვებით აქტიურ განხილვაში, პასიური მოხმარების ნაცვლად და, როდესაც ვკითხულობთ ახალ ამბებს, ვრწმუნდებით, რომ ის მოწოდებულია მაღალი ხარისხის სანდო წყაროსგან“, - აცხადებს მარკ ცუკერბერგი, ფეისბუქ-ის დამფუძნებელი.

როგორც EUGeorgia.info-სთან საუბარში ფეისბუქ-ის ერთ-ერთი რედაქტორი ჯენიფერ ჯენკინსი განმარტავს, ცვლილებების მიუხედავად, ფეისბუქ-ის მომხმარებლებს კვლავ ექნებათ საშუალება, თავად გადაწყვიტონ, რა პუბლიკაციები გამოჩნდეს საინფორმაციო ველის თავში და ამას „See First“-ის ინსტრუმენტით შეძლებენ.

ფეისბუქი დეზინფორმაციას და ცრუ ახალ ამბებთან ბრძოლას გააგრძელებს

ნიუსფიდ-ის განახლება ფეისბუქ-ში დეზინფორმაციისა და ცრუ ამბების გავრცელებასთან ბრძოლასაც შეუწყობს ხელს. ყოველთვიურად ფეისბუქ-ს თითქმის 2 მილიარდი ადამიანი სტუმრობს, აქედან 1,2 მილიარდი სოციალურ ქსელში ყოველდღე აქტიურია. კომპანია, რომელიც მარკ ცუკერბერგმა ჰარვარდის საერთო საცხოვრებელში 13 წლის წინ შექმნა, დღეს ყველაზე მსხვილი და გავლენიანი ორგანიზაციაა ახალი ამბების ბიზნესში. ფეისბუქ-ის აუდიტორია გაცილებით დიდია, ვიდრე ნებისმიერი ამერიკული ან ევროპული სატელევიზიო კორპორაციის, გაზეთის, ჟურნალის ან ინტერნეტ გამოცემის აუდიტორია.

ფეისბუქ-ში აღიარებენ, რომ სოციალური ქსელების სწრაფი ზრდა არა მხოლოდ სიკეთეების, არამედ საფრთხეების მომტანია. პრობლემებმა  თავი იჩინა  2016 წელს,  როცა გაირკვა, რომ ფეისბუქ-ის საშუალებით, პოლიტიკურ მოვლენებზე გავლენა იყო შესაძლებელი.

ფეისბუქ-მა ვერ მოახერხა ვირუსული კონტენტის, ცრუ ახალი ამბებისა და  დეზინფორმაციის გავრცელების აღმოფხვრა 2016 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. რუსეთი ცრუ ახალ ამბებს აქტიურად ავრცელებდა ე.წ. ბრექსიტის რეფერენდუმის წინ და ევროკავშირის ქვეყნებში არჩევნების პერიოდში. ფეისბუქ-ის ოფიციალური ინფორმაციით, იმ დროს ე.წ. ტროლებმა რუსეთიდან დაახლოებით 80 000 დეზინფორმაცია გამოაქვეყნეს, რომელმაც აშშ-ში 126-მილიონიანი აუდიტორია მოიცვა.

ფეისბუქ-ის ნიუსფიდ-ის გადახედვისას, რთულია იმის გარჩევა, რა ინფორმაცია  შეესაბამება სიმართლეს და რა არის სიცრუე. უნდა გჯეროდეთ თუ არა ყველაფრის, რასაც კითხულობთ, მაშინაც კი, თუ ამ ინფორმაციას აქვეყნებს ადამიანი, რომელსაც კარგად  იცნობთ?

დეზინფორმაციას სხვადასხვა ფორმა აქვს და თემების ფართო არჩევანს ფარავს - როგორც პოპ-კულტურას და პოლიტიკას, ისე სტიქიურ უბედურებებს და ჰუმანიტარულ კრიზისებს.

რა თქმა უნდა, ადამიანების უმრავლესობას „ცრუ ახალი ამბების“ გაზიარება ან კითხვა არ სურს. ფეისბუქ-ის მომხმარებელი სოციალურ ქსელში სწორ ინფორმაციას ეძებს, თუმცა ხშირად არ იცის, თუ რა ინფორმაციას და რა წყაროებს ენდოს.

ერთწლიანი ტესტირების და შესწავლის შემდეგ, ფეისბუქ-ის გუნდმა შეიმუშავა მექანიზმი, რომელიც აფრთხილებს მომხმარებელს, როცა  ნიუსფიდ-ში  ცრუ ინფორმაციას ხედავს. რამდენიმე თვის წინ კი, ცრუ ინფორმაციის გამოვლენისთვის და მისი რაოდენობის შემცირებისთვის, ფეისბუქ-ის გუნდმა ცვლილებების სერია განახორციელა:

  • მომხმარებლისთვის უფრო მარტივი გახდა ფეისბუქ-ის გუნდისთვის შეტყობინების გაგზავნა, იმ შემთხვევაში თუ წაიკითხა ისტორია, რომელიც მისი მოსაზრებით, ყალბ ინფორმაციას შეიცავს;
  • ფეისბუქ-ის გუნდმა დაიწყო თანამშრომლობა ფაქტების გადამოწმების დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან;
  • ამოქმედდა  მომხმარებლების გაფრთხილების ფუნქცია, რათა მიიღოს შეტყობინება, რომ სტატია შესაძლოა, ცრუ ინფორმაციას შეიცავდეს;

დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდების შემუშავების პროცესში, ფეისბუქ-ის გუნდი მოგზაურობდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ხვდებოდნენ სხვადასხვა ადამიანებს და ესაუბრებოდნენ დეზინფორმაციის შესახებ. შეიტყვეს, რომ ცრუ ახალი ამბები მთავარ პრობლემას წარმოადგენს ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჩავიდნენ. მათი ამოცანა იყო, გაეგოთ როგორ გამოიყურება დეზინფორმაცია სხვადასხვა კონტექსტში და როგორ რეაგირებენ ადამიანები მექანიზმებზე, რომლებიც აგებინებენ, რომ მათ მიერ წაკითხული ახალი ამბავი შესაძლოა, ცრუ  ინფორმაციას შეიცავდეს.

შესაბამისი კვლევების შემდეგ ფეისბუქ-ის ხელმძღვანელობამ, ყალბი ახალი ამბების გამოვლენის მიზნით, ახალი ინსტრუმენტი დანერგა. მანამდე არსებული „წითელ დროშები“ (Disputed Flags), რომელიც მომხმარებელს ახალი ამბის საეჭვო შინაარსზე მიუთითებდა, ჩაანაცვლა ოპციამ სახელწოდებით „მსგავსი მასალები“ (Related Stories).

კომპანიის შემქმნელთა განმარტებით, წითელი დროშები ყალბ ახალ ამბებზე ჩნდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა კონტენტის საეჭვო შინაარსს ორი ცენზორი ადასტურებდა. ეს კი ტროლებს დამატებით დროს აძლევდა სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

ამიერიდან, ქსელის მომხმარებლები ცრუ ახალი ამბების ქვეშ დაინახავენ „მსგავს მასალებს“ - შესაბამის ბმულებს ავტორიტეტულ მედია საშუალებებზე, რომლებსაც მაღალი სანდოობა აქვს. კორპორაციაში მიიჩნევენ, რომ ახალი ინსტრუმენტი დეზინფორმაციის გავრცელების შემცირებას შეუწყობს ხელს. მოგვიანებით, ფეისბუქ-ის გუნდში აღმოაჩინეს, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენებით, შემცირდა დეზინფორმაციული კონტენტის შემცველი სტატიების გაზიარების რაოდენობა.

აკადემიური კვლევები ადასტურებს, რომ “მსგავსი პუბლიკაციების“ მექანიზმი, რომელიც ააშკარავებს ცრუ ინფორმაციას, მნიშვნელოვნად ამცირებს არასწორ წარმოდგენებს.

„მსგავსი სტატიები“ გადამოწმებული ინფორმაციის ჩვენების საშუალებას გვაძლევს, მაშინ როდესაც მხოლოდ ერთ გადამმოწმებელს აქვს შემოწმებული ინფორმაცია. იმ მიზეზით რომ ბევრმა ადამიანმა არ იცის ფაქტების გადამმოწმებლების ვინაობა, ჩვენ გამოსაჩენ ადგილზე განვათავსეთ ბეიჯი, ფაქტების გადამმოწმებლის გვერდზე, რათა ხალხმა შეძლოს წყაროს იდენტიფიცირება“, - ამბობს ჯეფ სმიტი, ფეისბუქ-ის დიზაინერი.

ცვლილებებთან ერთად, ფეისბუქ-მა ძველი ინსტრუმენტებიც შეინარჩუნა. თუ გუნდში შეიტყვეს, რომ ფაქტ-ჩეკერები სტატიის შინაარსს ეჭვქვეშ აყენებენ, მომხმარებლებს, რომლებმაც ეს კონტენტი გაიზიარეს, დაუყონებლივ შესაბამისი შეტყობინება ეგზავნებათ.

დეზინფორმაციასთან ბრძოლის ფარგლებში, კორპორაციამ ფეისბუქ-ის ნიუსფიდში სანდო მედია საშუალებებისთვის პრიორიტეტის მინიჭების მექანიზმიც დანერგა, რაც მარკ ცუკერბერგის თქმით, ცრუ ახალ ამბებთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდი იყო.

დაახლოებით 6 თვის წინ კი, ფეისბუქ-მა კიდევ ერთი ზომა მიიღო - გვერდებს, რომლებსაც არაერთხელ გაუვრცელებიათ ცრუ ახალი ამბები, ფეისბუქში საკუთარი ექაუნთების რეკლამირება აეკრძალათ.

 

წაკითხულია
15265
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner