banner

საშემოდგომო სესიაზე RIA-ს მეთოდოლოგია და დანერგვის ვადები განისაზღვრება

"მე ვვარაუდობ, რომ კანონშემოქმედებით პროცესში RIA სრულად 2019 წლის 1 იანვრიდან დაინერგება. 2018 წლის ინავარზე ამის თქმა ძალიან მიჭირს, მაგრამ შეიძლება საპილოტედ ვადები განისაზღვროს და კანონების გარკვეულ ნაწილზე 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდეს RIA-ს ჩატარების ვალდებულება. მაგრამ 2019 წლიდან უკვე სრულად ვფიქრობთ რომ ავამოქმედოთ კანონშემოქმედებით საქმიანობაში ზეგავლენის შეფასების ანგარიშის დანერგვა." - განაცხადა ჩვენთან საუბარში მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ.

რუსული სატრანსპორტო ოცნებები

ფიტოსანიტარიის მიმართულებით საქართველომ წლის ბოლომდე ევროკავშირის სამი დირექტივა უნდა გაითვალისწინოს

სანიტარული და ფიტოსანიტარიული ზომები (IV თავი, DCFTA) ითვალისწინებს საქართველოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან. ეს პროცესი  2027 წლამდეა გაწერილი და ჯამში 272 დირექტივასთან დაახლოებას გულისხმობს.  კონკრეტულად, სურსათის უვნებლობის სფეროში გასათვალისწინებელია 101, ვეტერინარიის სფეროში - 84 და მცენარეთა დაცვის სფეროში 87 დირექტივა. მხოლოდ მცენარეთა დაცვის მიმართულებით 2015-2017 წლებში ევროკავშირის 10 დირექტივის გათვალისწინება უნდა მოხდეს.

საქართველოსთვის აქტუალური „ბალკანური“ ენერგოპოლიტიკის მაგალითები

ენერგოგაერთიანების რეგულაციების შესრულების კუთხით „ბალკანური“ წარმატებული და წარუმატებელი ენერგოპოლიტიკის მაგალითები უხვად მოიპოვება, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საქართველოს შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურებმა.

ასრულებს თუ არა საქართველო სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ასოცირების შეთანხმების ვალდებულებებს

2022 წელს თუ საქართველო შესყიდვების სფეროში საკანონმდებლო მიახლოების პროგრამას წარმატებით დაასრულებს, ქართული კომპანიები ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ.

ანაკლიის პორტის მშენებლობა 2018 წლის პირველ კვარტალში დაიწყება

საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევებით შავი ზღვის სანაპიროზე საუკეთესო ადგილად ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის კოლხეთის დაცული ტერიტორიების ჩრდილოეთით, ანაკლიაში დაახლოებით 340 ჰა. მიწის ფართობი შეირჩა.

თუშმა ფერმერმა ყველის საერთაშორისო ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა

22 წლის თუში ფერმერი კახა აბულიძე იტალიაში გამართული საერთაშორისო ყველის ფესტივალის გამარჯვებული გახდა. კახა აბულიძემ ჯილდო თუშური გუდის ყველისთვის აიღო, რომელსაც თუშეთში მდებარე კოოპერატივი “ალაზნისთავი” აწარმოებს.

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვან კომპონენტებს აძლიერებს

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” მეწარმეთა და ექსპორტიორთა ახალ ხელშემწყობ პროგრამებსა და პროექტებს იწყებს. ოქტომბრიდან სააგენტოში ექსპორტის განვითარების დეპარტამენტი ამოქმედდება, რომელსაც მრავალი სხვა ამოცანის გადაჭრასთან ერთად პლატფორმის Trade with Georgia განახლება და ეფექტიანობის გაზრდა დაევალება. ამას გარდა, დეპარტამენტი უხელმძღვანელებს განათლებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტებს. სააგენტო 2018 წლიდან აამუშავებს განახლებულ ვებ-გვერდს, სადაც ონლაინ ტრენინგებთან და სხვა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად განთავსდება სხვადასხვა კვლევები მეწარმეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

საქართველოს სავარაუდოდ ენერგოდირექტივების შესრულების თარიღის გადავადება მოუწევს

2010/31/EU რეგულაციის თითოეული კომპონენტის შესრულება, ოპტიმალური ხარჯის გაწევის პირობებში, დადებითი ეფექტის მომტანი იქნება როგორც საქართველოს ეკონომიკისთვის, ასევე ეკოლოგიისთვის: სხვა თანაბარ პირობებში, გაიზრდება ენერგოეფექტურობის საერთო მაჩვენებელი, გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები სამშენებლო და ენერგოსექტორში, ენერგორესურსების ეფექტური გამოყენების წყალობით გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა.

ევროკომისია შავი ზღვის რეგიონში ლურჯი ეკონომიკის წახალისების ახალ პროექტს უშვებს

"დღეს შავი ზღვა ევროპის საზღვაო აუზებს შორის იმ მცირე გამონაკლისებს შორისაა, რომლებსაც არ აქვთ საერთო სტრატეგია, - აღნიშნა ევროკომისიის წევრმა კარმენუ ველამ ლურჯი ეკონომიკისთვის მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე

ფერმერები შხამქიმიკატების შეძენას შესაბამისი სერთიფიკატის გარეშე ვეღარ შეძლებენ

2020 წლიდან შესაბამისი განათლების დამადასტურებელი სერთიფიკატის გარეშე ვერც ერთი პირი ვეღარ შეძლებს შხამქიმიკატების შეძენას. სწორედ ამას ითვალისწინებს დირექტივა 2009/128, რომელიც მცენარეთა დაცვის საშუალებების მდგრადი გამოყენების პრინციპებს აწესებს. ამ დირექტივის ჩვენს კანონმდებლობაში გადმოტანის ვალდებულება საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აიღო. გეგმის მიხედვით, დოკუმენტის მიღება 2020 წლისთვის არის გათვალისწინებული. დღეს ყველა თანხმდება, რომ შხამქიმიკატების შეძენისა და გამოყენების რეგულირება ფიტოსანიტარიის სფეროში ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია. ამ შემთხვევაში შესაბამისი ტრენინგების გავლა ასი ათასობით ადამიანს მოუწევს.
banner

სიახლეები :

უსინათლო აჭარელი ფერმერის წარმატების ისტორია

უსინათლო აჭარელი ფერმერის წარმატების ისტორია

„ლურჯა 2015“ - ევროკავშირის მიერ, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი კოოპერატივია, რომელიც ქობულეთის სოფელ ოჩხამურში მდებარეობს. კოოპერატივის რამდენიმე წევრი უსინათლოა. გრანტის დახმარებით, აჭარელმა ფერმერებმა მარწყვისა და ჟოლოს პლანტაციები გააშენეს და შარშან, პირველი მოსავალი აიღეს.

16 ოქტომბერი 2017 | 13:00 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ასკილი მცხეთა-მთიანეთიდან ექსპორტზე აშშ-სა და იაპონიაში გადის

ასკილი მცხეთა-მთიანეთიდან ექსპორტზე აშშ-სა და იაპონიაში გადის

დუშეთის, თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში დიდი რაოდენობით მოიპოვება სხვადასხვა სახის ტყის არამერქნული პროდუქტი, რომლის მდგრადი შეგროვება, გადამუშავება და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაცია ხელს შეუწყობს რეგიონის გაძლიერებას

11 ოქტომბერი 2017 | 14:58 სოფლის მეურნეობა ვრცლად
სკანდინავიაში ქართული თხილით დაინტერესდნენ

სკანდინავიაში ქართული თხილით დაინტერესდნენ

ქართულმა თხილმა ევროპელი იმპორტიორების ყურადღება გასულ თვეს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „Riga Food 2017” მიიქცია

10 ოქტომბერი 2017 | 17:08 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ევროკავშირის დახმარებით, სოფელ ტაბაწყურში თანამედროვე, ოჯახური ტიპის სასტუმრო შენდება

ევროკავშირის დახმარებით, სოფელ ტაბაწყურში თანამედროვე, ოჯახური ტიპის სასტუმრო შენდება

ბოლო წლებში, სოფელ ტაბაწყურში სულ უფრო მეტი ადამიანი ჩადის დასასვენებლად, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, ისე საზღვარგარეთიდან.

06 ოქტომბერი 2017 | 16:17 ბიზნესი ვრცლად
მუხროვანის ჩურჩხელის მწარმოებელი ევროკავშირის ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს

მუხროვანის ჩურჩხელის მწარმოებელი ევროკავშირის ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს

160 კვადრატულ მეტრზე გაშენებული საოჯახო ტიპის საწარმო თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელიც მეწარმემ USAID/REAP-ის პროგრამის ფარგლებში, უსასყიდლოდ მიიღო.

04 ოქტომბერი 2017 | 14:58 ბიზნესი ვრცლად
ქართული სტარტაპით ამერიკელები დაინტერესდნენ

ქართული სტარტაპით ამერიკელები დაინტერესდნენ

ქართველმა სტარტაპერებმა ბაჩო ხაჩიძემ და ლაშა კვანტალიანმა პორტატული მოწყობილობა Treepex-ი შექმნეს, რომელიც ნახშიროჟანგს ჟანგბადად გარდაქმნის

28 სექტემბერი 2017 | 17:57 გარემოს დაცვა ვრცლად
 ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ხდება

ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ხდება

ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს შეუძლია გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისთვის

27 სექტემბერი 2017 | 15:33 კანონმდებლობა ვრცლად
მეწარმე გელა ჭყოიძე საკუთარი წარმოების  სუნელების გატანას ევროპაში გეგმავს

მეწარმე გელა ჭყოიძე საკუთარი წარმოების სუნელების გატანას ევროპაში გეგმავს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომპანია ‘სუნელის სახლის“ პროდუქცია სრულიად უსაფრთხოა

21 სექტემბერი 2017 | 17:35 სოფლის მეურნეობა ვრცლად
კოოპერატივებისთვის ახალი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

კოოპერატივებისთვის ახალი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

კოოპერატივებს გრანტის სახით 8000–დან 15 000 ევრომდე თანხის მიღება შეუძლიათ. ახალი კონკურსი კოოპერატივების გასაძლიერებლად „ქეამ“ საერთაშორისო კავკასიაში (CARE), რეგიონული განვითარების ასოციაციამ (RDA) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) გამოაცხადეს. პროექტი „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ დასავლეთ საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. კერძოდ: სენაკში, ხობში, აბაშაში, მარტვილში; ლანჩხუთში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ცაგერში და ლენტეხში.

21 სექტემბერი 2017 | 12:50 სოფლის მეურნეობა ვრცლად
Brexit-ის შემდეგ, ლონდონი პოტენციურ პარტნიორებთან ახალ სავაჭრო კავშირებს ამყარებს

Brexit-ის შემდეგ, ლონდონი პოტენციურ პარტნიორებთან ახალ სავაჭრო კავშირებს ამყარებს

საქართველოში პირველად, დიდი ბრიტანეთის სავაჭრო წარმომადგენელი დაინიშნა

19 სექტემბერი 2017 | 17:49 ეკონომიკა ვრცლად
 „როსტერმა“ HACCP–ის სერთიფიკატი მიიღო

„როსტერმა“ HACCP–ის სერთიფიკატი მიიღო

შპს „როსტერი“ მეფრინველეობის მცირე ოჯახურ მეურნეობებს შორის პირველია, რომელმაც HACCP-ის დანერგვაში დიდი ინვესტიცია განახორციელა. ხანგრძლივი მუშობის შემდეგ დღეს ქართულ კომპანიას უკვე HACCP-ის სერთიფიკატი აქვს. "როსტერი" ძირითადად ცოცხალ ქათამს, ერთდღიან წიწილებს, ქათმის საკვებსა და საკვებ დანამატებს ყიდის. როგორც კომპანიის ხელძღვანელი როსტომ პაპიძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, საერთაშორისო სტანდარტის მისაღებად მათ ორწლიანი მუშაობა და დაახლოებით ნახევარი მილიონი დასჭირდათ.

06 სექტემბერი 2017 | 13:46 ეკონომიკა ვრცლად

ბლოგი

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner
banner