banner
14 ნოემბერი 2014 | 15:58 ეკონომიკა

Morison International-ს აუდიტის ბაზარზე არ უშვებენ

Morison International-ს აუდიტის ბაზარზე არ უშვებენ

 
კონკურენციის სააგენტო  მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ აუდიტორული დასკვნის გამცემ პირთა შერჩევის მოქმედი წესი წინააღმდეგობაში მოდის "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონთან: სახელმწიფო ქონების შეფასების
ექსკლუზიური უფლება ამჟამად მთავრობის მიერ შერჩეულ მხოლოდ 14 კომპანიას აქვს. საერთაშორისო აუდიტორული ასოციაცია  Morison International-ის ექსკლუზიური წევრი კომპანიის, შპს "აუდიტი და ბიზნეს კონსალტინგის" პარტნიორი მიხეილ აბაიაძე www.eugeorgia.info-სთან საუბარში აცხადებს, რომ აუდიტურ და საკონსულტაციო ბაზარზე კომპანიის თავისუფალ შესვლას სახელმწიფო ზღუდავს. 
 
"კონკურენციის შესახებ" კანონის მიღება და კონკურენციის პოლიტიკის რეფორმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ხელისუფლება ვალდებულია ბაზარზე კომპანიების თავისუფალი დაშვება და მათი თანასწორუფლებიანობა უზრუნველყოს, თუმცა, როგორც ჩანს,  Morison International-ის ექსკლუზიური წევრი კომპანიის შემთხვევაში  „ბაზარზე თავისუფალი დაშვების“ წესი არ მუშაობს. 
 
სახელმწიფო ქონების ექსპერტიზის ან აუდიტის ჩატარების უფლება მხოლოდ 14 კომპანიას აქვს. ამ კომპანიების სია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით ("საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა")  არის განსაზღვრული. ნუსხაში არიან: სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო; ფრაისვოთერჰაუსკუპერსი (pricewaterhouseCoopers); დელოიტი (Deloitte); ქეიფიემჯი (KPMG); ერნსტ ენდ იანგი (Ernst & young); გრანთ თორნთონი (Grant Thornton);  ბიდიო (BDO); ბეიკერ ტილი (Baker Tilly);  სმით ენდ ვილიამსონი (Smith &Williamson); პიქეი ეფი (PKF); შპს „კაპტო ჯგუფი“ (RSM-ის წევრი); შპს „აუდიტორული და საკონსულტაციო სამსახური ემჯიაი ჯორჯია“ (MGI); შპს „ფინანსური მართვის ჯგუფი“ (FMG) და შპს „ცოდნისა“. 
 
5 კომპანია, მათ შორის: შპს "აუდიტი და ბიზნეს კონსალტინგი", შპს „ამერიქან ეფრეიზელი“,  შპს „NIGOLLET აუდიტი“, შპს „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კონსალტინგი და აუდიტი" და შპს „საქექსპერტიზა"უკვე რამდენიმე თვეა ამ ნუსხაში ჩასმას უშედეგოდ ელოდება. ფინანსთა სამინისტრო მიზეზად იმ გარემოებას ასახელებს, რომ არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აუდიტორული კომპანიების შერჩევა უნდა მოხდეს. თუმცა, კომპანიების შერჩევის კრიტერიუმების არარსებობა ხელისშემშლელი ფაქტორი არ აღმოჩნდა მაგალითად, შპს "ცოდნისასთვის", რომელიც ნუსხას 2014 წლის 17 იანვარს დაემატა. 
 
შპს "აუდიტი და ბიზნეს კონსალტინგი" ნუსხაში ჩასმას 2014 წლის 2 ივნისიდან ითხოვს. ის Morison International-ის ექსკლუზიური წევრი კომპანიაა საქართველოში. საერთაშორისო საბუღალტრო ბიულეტენის რეიტინგით, Morison International-ი სიდიდის მიხედვით მსოფლიოში მე-9  საბუღალტრო ასოციაციაა. მისმა შემოსავლებმა 2013 წელს 772 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.
 
"Morison International-ის მსგავსად, საკონსულტაციო და საექსპერტო ბაზარზე მაღალი რეპუტაციით და ნდობით სარგებლობს American Appraisal-იც. თუმცა, ნუსხაში ჩასმაზე მათაც უარი უთხრეს. მიზეზად დაასახელეს ის, რომ არც საქართველოს მთავრობის N360 დადგენილებით და არც საგადასახადო კოდექსით არ არის შემუშავებული ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც პირი ამ სიაში უნდა მოხვდეს, "- ამბობს "აუდიტი და ბიზნეს კონსალტინგის" პარტნიორი მიხეილ აბაიაძე, - " მოვიძიეთ ინფორმაცია და გავარკვიეთ, რომ სიაში კომპანიების ჩართვა ხდებოდა შემდეგი თანმიმდევრობით. 2009 წლის 30 დეკემბერს ნუსხა დამტკიცდა 10 კომპანიით. 2012 წლის 15 სექტემბერს სიას დაემატა ერთი კომპანია. თითო-თითო კომპანია დაემატა ნუსხას შემდეგი ორი წლის განმავლობაშიც: ჯერ 2013 წლის 15 იანვარს, შემდეგ კი 2014 წლის 17 იანვარს. გვეუბნებიან, რომ კომპანიების შერჩევის საერთო წესი და კრიტერიუმები ახლა უნდა განისაზღვროს. ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები უკვე 9 თვეა აპირებენ ამ საკითხზე ჩამოყალიბებას. თუმცა, შეხვედრა და გადაწყვეტილების მიღება რატომღაც ვერ ხერხდება. ასეთი მიდგომით სახელმწიფო ადმინისტრაციულ ბარიერს უქმნის კომპანიებს, არღვევს თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის პრინციპს და ხელს უშლის კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებას".
 
აბაიაძე ითხოვს, რომ ან ყველა ის კომპანია ჩასვან საქართველოს მთავრობის N360 დადგენილებით გათვალისწინებულ ნუსხაში, რომელსაც კანონით აუდიტური საქმიანობის განხორციელების უფლება აქვს, ან გააუქმონ ეს სია, როგორც
აუდიტურ და საკონსულტაციო ბაზარზე სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შესვლის ადმინისტრაციული და დისკრიმინაციული ბარიერი.
 
აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე ნიკო ბაკაშვილი www.eugeorgia.info-სთან საუბარში აცხადებს, რომ მთავრობის N360-მა დადგენილებამ აუდიტური კომპანიების საქმიანობა შეზღუდა: "ნუსხაში 14 კომპანიაა, რომლებიც ამჟამად საქართველოს აუდიტური ბაზრის თითქმის 80%-ს აკონტროლებენ. იმავე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საწარმოებს დასაბეგრი ქონების ღირებულების აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ, თუ ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვთ ნუსხაში არსებული რომელიმე კომპანიის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მათ ექსკლუზიური საქმიანობის უფლებას აძლევს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო სამართლის სუბიექტების კუთვნილი ქონების აუდიტის ბაზარზეც. მას შემდეგ, რაც მთავრობის N360 დადგენილება ამოქმედდა, ბევრი აუდიტური კომპანია საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს. მთავრობას აქვს უფლება, შემოიტანოს კომპანიების შერჩევის გარკვეული კრიტერიუმები, მაგალითად, აუდიტურ ბაზარზე საქმიანობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, მაგრამ ეს კრიტერიუმები უნდა იყოს მკაფიოდ  გაწერილი."
 
აუდიტურ ბაზარზე არსებული მდგომარეობა კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა. სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი ბარაბაძის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის, საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და ფინანსთა სამინისტროსთვის  გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ "საწარმოებისთვის აუდიტირებული ფინანასური ანგარიშგების განმახორციელებელ, ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნის გამცემ პირთა შერჩევის მოქმედი წესით  ( შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმების არარსებობის გამო) იზღუდება ამ  ბაზრის სხვა სუბიექტთა უფლებები", კომპანიების შერჩევის ასეთი ფორმა კი ეწინააღმდეგება კონკურენციის შესახებ კანონს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს ეკრძალებათ  "ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც იწვევს ეკონომიკური აგენტისთვის მონოპოლიური მდგომარეობის შექმნას".
 
კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციით, მთავრობის დადგენილებით უნდა განისაზღვროს არა ნუსხაში შესაყვან პირთა წრე, არამედ ის ზოგადი კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლება ყველას ექნება. 
 
რატომ ვერ ხვდებიან საწარმოებისთვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხაში  "აუდიტი და ბიზნეს კონსალტინგი", შპს „ამერიქან ეფრეიზელი“,  შპს „NIGOLLETაუდიტი“, შპს „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კონსალტინგი და აუდიტი" და შპს „საქექსპერტიზა"? რა ნიშნებით იქნა შერჩეული ის ორი კომპანია, რომელიც ამ ნუსხას ბოლო 2 წლის განმავლობაში დაემატა და  უშლის თუ არა ხელს სამინისტროს ასეთი ქმედება აუდიტის ბაზარზე კომპანიების თავისუფალ დაშვებას? - ამ კითხვებით www.eugeorgia.info-მ ფინანსთა სამინისტროს მიმართა.
 
სამინისტროს მიერ ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში წერია: "საქართველოს საგადასახადო კოდექსით და არც „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის N360 დადგენილებით არ არის გათვალისწინებული ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც შესაძლებელია პირი მოხვდეს ამ ნუსხაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურდიულ პირთან - შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით  მიმდინარეობს  ამ  საკითხზე აქტიური მუშაობა საერთო წესის შესამუშავებლად".
 

წაკითხულია
4491
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ფინანსური ანგარიშგების ახალი მოდელი,  როგორც საფონდო ბირჟის შექმნის წინაპირობა

ფინანსური ანგარიშგების ახალი მოდელი, როგორც საფონდო ბირჟის შექმნის წინაპირობა

“კანონპროექრტის მარგალიტი”: სრული ნდობა საწარმოებს, ვინც უფრო მეტ ინფორმაციას წარუდგენს აუდიტს, ვიდრე მას ეს კანონით მოეთხოვება

23 მარტი 2016 | 17:21 კანონმდებლობა ვრცლად
სავალდებულო აუდიტის ამოქმედება ძველ სიაში მყოფ აუდიტორებსა და სახელმწიფო საწარმოების მენეჯერებს არ აწყობთ

სავალდებულო აუდიტის ამოქმედება ძველ სიაში მყოფ აუდიტორებსა და სახელმწიფო საწარმოების მენეჯერებს არ აწყობთ

მსოფლიო ბანკი რეფორმის ტემპებით უკმაყოფილო იყო, ღიად მიუთითებდა დარღვევებსა და ჩამორჩენაზე ყველა მიმართულებით და საქართველოს მთავრობისგან კატეგორიულად ითხოვდა ახალი კანონის დროულ მიღებას. მოწესრიგებულ და ღია ფინანსურ სისტემაზე გადასვლის აუცილებლობა მთავრ

21 მარტი 2016 | 11:52 ეკონომიკა ვრცლად
ალტერნატიული აუდიტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის

ალტერნატიული აუდიტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მოდის

ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება იგივე ალტერნატიული აუდიტი 2015 წლის პირველი იანვრიდან აღარ იარსებებს. მისი გაუქმების ძირითად მიზეზად პროექტის ვადის ამოწურვა სახელდება. გარდა ამისა, ალტერნატიული აუდიტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან

30 ივლისი 2014 | 12:53 ფინანსები ვრცლად

ბლოგი

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner
banner